Home » საზოგადოება » ილიაუნის პროფესორი თეა გოდოლაძე ჟურნალისტების ბულინგში ამხილეს

ილიაუნის პროფესორი თეა გოდოლაძე ჟურნალისტების ბულინგში ამხილეს

გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო აიპრესმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით – თეა გოდოლაძის შეურაცხმყოფელი და ბულინგის შემცველი განცხადებები ჟურნალისტების მიმართ – რატომ არ აქვს პასუხი ილიაუნის რექტორს გიგა ზედანიას?

ამ მასალით და მასში მოტანილი ფაქტებით, სადაც გოდოლაძე სოც-ქსელში კონკრეტული ჟურნალისტების ბულინგითაა დაკავებული, სააგენტომ, პრაქტიკულად, პასუხი გასცა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სარჩელს, რომლითაც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. გოდოლაძე აცხადებს, რომ “აიპრესში” გამოქვეყნებული სტატიები მას რეპუტაციას უბღალავს…

როგორც „აიპრესის“ პუბლიკაციაში ქრონოლოგიურად მოყვანილი ფაქტების მიხედვით არის აღნიშნული, თეა გოდოლაძე თავად არასოდეს ერიდება სოც-ქსელის მეშვეობით კონკრეტული საინფორმაციო საშუალებებისა და კონკრეტული ჟურნალისტების ბულინგს. საამისო მიზეზად მას მხოლოდ ის ჰყოფნის, რომ უბრალოდ არ მოსწონს ამა თუ იმ მედია-პროდუქტში გამოთქმული მოსაზრება ან/და ამა თუ იმ ჟურნალისტის მიერ გამოთქმული მოსაზრებისა ან/და კომენტარის შინაარსი.

„აიპრესის“ აღნიშნულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელი გაჯერებულია თეა გოდოლაძის მხრიდან შეურაცხმყოფელი და ბულინგის შემცველი განცხადებებით და ცრუ ბრალდებებით ყველა იმ მედიასაშულების წარმომადგენლის მიმართ, რომლის მიერ მომზადებული სტატია ან რეპორტაჟი მისთვის და მისი პირადი ინტერესებისთვის მიუღებელია.

მათ შორის აღმოჩნდა არაერთი ცნობილი ჟურნალისტი. კერძოდ, „აიპრესის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ლეფსვერიძე, სააგენტო “ბიემჯი”-ს რედაქტორი თელარა გელანტია, “პალიტრა ტივის” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ მეტრეველი.

პუბლიკაციაში ამის დამადასტურებელ ფაქტები შესაბამისი „სქრინების“ სახით არის წარმოგენილი, სადაც კარგად ჩანს, რომ სიტყვა “სულელი” ყველაზე მსუბუქი ტერმინია თეა გოდოლაძის მრავალფეროვან ლექსიკონში, ხოლო მისი  საყვარელი სიტყვა, რომლითაც ის, – მეცნიერი ქალი, ეროვნული სეისმური ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ილიაუნის თანამშრომელი, როგორც წესი, „მთავარ შეურაცხყოფას“ აყენებს ოპონენტებს და მედიის წარმომადგენლებს., ანუ მათ, ვისი მოსაზრებებიც არ მოსწონს, გახლავთ “ყ-ობა”.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „აიპრესმა“ ილიაუნის რექტორს გიგა ზედანიას 2 კონრეტული კითხვით ჯერ კიდევ 10 აგვისტოს მიმართა. გამოცემას მათზე პასუხი დღემდე არ მიუღია. კითხვები კი გახლავთ შემდეგი:

  1. ადევნებთ თუ არა თვალყურს თეა გოდოლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში, კერძოდ, მის შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ განცხადებებს მედიის არაერთი წარმომადგენლის მიმართ?

2. არის თუ არა თქვენთვის საინტერესო ზემოთ აღნიშნული ფაქტი და მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ხართ თუ არა იმსჯელოთ ამ საკითხზე?

Share