Home » საზოგადოება » ილია ძოწენიძე: ბიზნესმენი არ ვარ, „გაზპრომში“ ვმუშაობ

ილია ძოწენიძე: ბიზნესმენი არ ვარ, „გაზპრომში“ ვმუშაობ

“მე ვარ სოფელ რიონის მცხოვრები, ვარ რიონის ხეობიდან, რაც ხდება დღეს, ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელია”, – ამის შესახებ ილია ძოწენიძემ განაცხადა.

„მე მოსკოვში ბიზნესი არ მაქვს, ვმუშაობდი „გაზპრომში“ და ახლაც ვმუშაობ. მე ბიზნესმენი არ ვარ.

აქ იმიტომ ვარ, რომ ყველაფერს ვხედავ რა ხდება, ხვალიდან ან ზეგიდან მივიღებ გადაწყვეტილებას, რა უნდა გავაკეთო“, – განაცხადა ილია ძოწენიძემ.

რუსეთში მცხოვრები ილია ძოწენიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციას აფინანსებს.

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მიმართა. აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, პალამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიეღოთ და კახა კუჭავას პოზიცია მოესმინათ.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, რომ მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს და თქვა, რომ „მისი კარი ყველასთვის ღიაა“.

მისივე განცხადებით, თანახმაა, აქციის წარმომადგენლებს მედიისა და პირდაპირი ეთერის რეჟიმშიც შეხვდეს.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

Share