Home » მსოფლიო » ილჰამ ალიევი – ზოგი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ

ილჰამ ალიევი – ზოგი ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ

ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შეატყობინა, რომ სომხეთმა ყარაბაღში უკანონო დასახლება შექმნა, რაც დანაშაულია, თუმცა ამაზე არავის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

„გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით? რისთვისაა ეს ხრიკები?

ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ იქ ვბრუნდებით და დავბრუნდებით,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

Share