Home » მსოფლიო » ილჰამ ალიევი: სარგსიანი დამპირდა, რომ ორ კვირაში დამიბრუნებდა მიწებს

ილჰამ ალიევი: სარგსიანი დამპირდა, რომ ორ კვირაში დამიბრუნებდა მიწებს

სარგსიანი დამპირდა, რომ ორ კვირაში დამიბრუნებდა მიწებს – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალივმა განაცხადა.

აზერბაიჯანის მეთაურმა გაიხსენა ის პერიოდი და მოვლენების განვითარება, სანამ ყარაბახის ომში წარმატებას მიაღწევდა.

”ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილის ბრძოლების დროს სომხეთს მივეცით შანსი. გამანადგურებელი მარცხების შემდეგ, სარგსიანის ხუნტის მაშინდელი ხელმძღვანელი (სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი) პირადად დამპირდა მიწის დაბრუნებას.

იმ დროს, როდესაც აპრილის ბრძოლები მიმდინარეობდა, ისინი დღე და ღამე მოსკოვს ურეკავდნენ, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს ეუბნებოდნენ, რომ აზერბაიჯანს ომი შეეწყვიტა. ჩვენ შევთანხმდით იმ პირობებზე, რომ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაწყებულიყო და დაიწყო კიდეც”, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ომის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, ვენაში შედგა შეხვედრა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

”რატომ არ ყოფილა აქამდე შეხვედრა ამ დონეზე? აპრილის ბრძოლების შემდეგ, როდესაც სომხეთს დავარტყით, მაისში შეხვედრა შედგა. ივნისში რუსეთში სამიტი გაიმართა. სარგსიანი დამპირდა, რომ მას ორი კვირა სჭირდება საკითხის მოსაგვარებლად. “გპირდები, რომ გადავწყვეტ ამას”, – მითხრა მან. ვუთხარი კარგი მეთქი და ის წავიდა.

ამის შემდეგ, ერევანში, ან თავად მოაწყვეს ეს, ან ინციდენტი თვითონ მოხდა – მათ პოლიციის განყოფილება აიღეს. მან ამ მოვლენების საბაბით უარი თქვა დანაპირზე. ისევ მოგვატყუეს. არა მხოლოდ სარგსიანი, არამედ ყველა მათგანმა.

2018 წელს ნახჭევანის ოპერაციით მათ გაკვეთილი ჩავუტარეთ, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ მათი დასასრული ცუდი იქნებოდა, განადგურდებოდნენ. არც ეს გახდა ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი მათთვის.

სომხეთში ახალი მმართველობა მოვიდა ხელისუფლებაში. ერთი თვის შემდეგ, ნახჩევანის საზღვარზე წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციები დავიკავეთ და უკვე მთლიანად ვაკონტროლეთ ყარაბაღის გზას. ომის დროს – ახლა ეს აღარ არის საიდუმლო – ჩვენ ვიცოდით რა ხდებოდა მთიან ყარაბაღში. ნებისმიერ დროს შეგვეძლო ამ გზის გაჭრა. თუმცა, ამის საჭიროება არ იყო. ესეც არ გახდა გაკვეთილი. ახალმა მთავრობამაც დრო მოგვთხოვა“, – განაცხადა ალიევმა.

სანდრო პირველი

Share