Home » მსოფლიო » ილჰამ ალიევი – ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ
ილჰამ ალიევი - ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ

ილჰამ ალიევი – ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთის ქვეყნებს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ისინი აზერბაიჯანში აქციების დაშლას მკაცრად აკრიტიკებენ, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ხმას არ იღებენ.

„თითქმის ყოველდღე ვხედავთ ტელევიზიით, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში დემონსტრანტებს სცემენ, კლავენ, აზიანებენ, შლიან წყლით, გაზით, ჯოხებით და სასტიკად უსწორდებიან. აზერბაიჯანთან მიმართებაში, როდესაც რამე მცირე ეპიზოდი მოხდება, გარკვეული ქვეყნების ელჩები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ თითქოს ამაში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ფაქტები ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მისივე განცხადებით, როდესაც ვინმეს ადანაშაულებ, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს.

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სამართლიან თუმცა, ზოგჯერ „სასტიკ მეთოდებს“ საერთაშორისო საზოგადოება არ აკრიტიკებს. „რაც დასაშვებია ნინოსთვის, დაუშვებელია ალისთვის“, – წერს ავტორი.

ipn.ge

Share