Home » ფინანსები » III კვარტალის მონაცემებით, ბანკებმა 155.3 მილინონი ლარის ქონება დაისაკუთრეს
III კვარტალის მონაცემებით, ბანკებმა 155.3 მილინონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

III კვარტალის მონაცემებით, ბანკებმა 155.3 მილინონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

2018 წლის 9 თვეში ბანკების მიერ დასაკუთრებული მოძრავი და უძრავი ქონების მონაცემები

2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქონება „საქართველოს ბანკმა“ დაისაკუთრა. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 62,4 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია. წინა წლის მესამე კვარტალში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 77,1 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

მეორე პოზიციაზეა „თიბისი ბანკი“. „თიბისი ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ამავე პერიოდში 56,1 მილიონ ლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 58,8 მილიონ ლარს უტოლდებოდა.

მესამე ადგილზე „ქართუა“. „ქართუ ბანკის“ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 2018 წლის მესამე კვარტალში 26.8 მილიონ ლარს უტოლდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 35,8 მილიონი ლარის ტოლი იყო.

მომდევნო პოზიციაზე „ვითიბი ბანკია“, რომლის დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 8,9 მილიონ ლარს უტოლდება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7 მილიონი ლარით ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 5,3 მილიონ ლარს უტოლდებოდა. მომდევნო პოზიციებზე „სილქროუდ ბანკი“, „ფინკა ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ არიან.

„სილქროუდ ბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 954 ათასი ლარი შეადგინა, რაც ბანკის მიერ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე ნაკლებია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკმა 1,252 მილიონი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრა.

„ფინკა ბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2018 წლის პირველ ცხრა თვეში 149 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიდოში ბანკმა 218 ათასი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრა.

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, „ლიბერთი ბანკის“ მიერ დასაკუთრებულმა უძრავმა და მოძრავმა ქონებამ 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 69 ათასი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება 119 ათას ლარს შეადგენდა.

ჯამში ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით 155.3 მილინონი ლარი შეადგინა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share