Home » საზოგადოება » IGG დაზღვეულებს პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, თბილისი პარკინგის 6-თვიან ვაუჩერსა და 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

IGG დაზღვეულებს პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, თბილისი პარკინგის 6-თვიან ვაუჩერსა და 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) დაზღვეული ორგანიზაციების თანამშრომლებს, პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, სპეციალურ ფასთან ერთად, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერსა და 30 ლიტრ საწვავს ერთდროულად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ავტოდაზღვევით 32 სახელმწიფო ორგანიზაციის 1800-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება ისარგებლებს.

„აღნიშნული ორგანიზაციებია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; შპს “გარდაბნის თბოსადგური”; სსიპ ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო’’; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი; სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო; სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური; სს „საქართველოს რკინიგზა“; სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”; სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; შ.პ.ს ” საქართველოს ფოსტა”; შპს “აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია”; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო; შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია; სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“; სს “ნამახვანი”; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კომპანიის განცხადებით, ვინაიდან მიმდინარე საახალწლო აქცია 31 იანვრამდე გაგრძელდა, ამ აქციის ფარგლებში, ყველა ამ ორგანიზაციის თანამშრომლები პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში მინიმალურ ტარიფის გარდა, რამდენიმე საჩუქარს ერთდროულად მიიღებენ.

მათ შორის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ამასთანავე კომპანია ავტოდაზღვევაში ოქროს ბრენდის მფლობელია.

„2020 წელს ანაზღაურებულია 1.3 მლნ ლარამდე ზარალი.

ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), გადზღვევით სარგებლობს.

რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement

განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share