Home » საზოგადოება » იენს სტოლტენბერგი – შავი ზღვის რეგიონში ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი გვყავს: უკრაინა და საქართველო

იენს სტოლტენბერგი – შავი ზღვის რეგიონში ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი გვყავს: უკრაინა და საქართველო

ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ შავ ზღვის რეგიონს ნატოსა და ნატოს მოკავშირეებისთვის, ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის თურქეთისთვის, ბულგარეთისა და რუმინეთისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რეგიონში ორი ახლო და და ძალიან ღირებული პარტნიორი გვყავს : უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-მ გაზარდა წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა. მათ შორის, მათი საზღვაო ძალებისთვის დახმარების აღმოჩენის გზით.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავი ზღვა არ იყოს რეგიონი, რომელშიც არ დომინირებს ერთი ქვეყანა, რუსეთი, არამედ რეგიონი, სადაც არსებობს ნაოსნობის თავისუფლება და მოქმედებს საერთაშორისო სამართალი,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

Share