Home » საზოგადოება » იდეათეკები  – განათლების ხელშეწყობისთვის მიღებული საჭირო გადაწყვეტილება

იდეათეკები  – განათლების ხელშეწყობისთვის მიღებული საჭირო გადაწყვეტილება

„საქართველოს ბანკის“ მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული იდეათეკების პროექტი გრძელდება. მიზანი უცვლელია, საზღვრისპირა სოფლებსა და რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეებისთვის თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა.

იდეათეკების პროექტის განხორციელებისას აქცენტი „საქართველოს ბანკმა“ საზღვრისპირა სოფლებზე გააკეთა და 2020 წლის შემოდგომაზე იდეათეკები საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში, აქედან 2 სასაზღვრო სოფლებში – დიცსა და ხურვალეთში გახსნა.  პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების კონტექსტში არაფორმალური განათლებისთვის შექმნილმა სივრცეებმა ფუნქციურად კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. რეგულაციების დაცვით ეს სივრცეები აქტიურ ფუნქციონირებას ახერხებდნენ, მათ შორის, დისტანციურ რეჟიმშიც და მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ადგილად გადაიქცნენ.

ფაქტია, იდეათეკები, „საქართველოს ბანკის“ მიერ  განათლების ხელშეწყობისთვის მიღებული წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, ბანკი სკოლებში მულტიფუნქციური იდეათეკების მოწყობას განაგრძობს. პროექტს „საქართველოს ბანკი“ კვლავ ქართული წიგნის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.

დღეისთვის, 2500-მდე მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა და აქტიურად იყენებს საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციურ სივრცეებს.

როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, მაქსიმალურად ცდილობენ აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი, როგორც ონლაინსწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

2021 წლის განმავლობაში, არაფორმალური განათლების რეგიონებში ხელშეწყობის მიზნით,  ბანკის მხარდაჭერით კიდევ 5 ახალი იდეათეკა  გაიხსნება. ესენია: ზემო ნიქოზის,  ამბროლაურის, ოზურგეთის, დუისისა და ახალქალაქის საჯარო სკოლები.

შედეგად, კიდევ 2000 მოსწავლეს ექნება საშუალება, წაიკითხოს ახალი წიგნები, ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, განახლებული ბიბლიოთეკითა და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო ყველა სხვა რესურსით.

დიცის საჯარო სკოლის მე-7-ე  კლასის მოსწავლეს, ანა მარკოზაშვილს ყველაზე მეტად იდეათეკის მშვიდი გარემო მომწონს.

„მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდივართ აქ. ხან წიგნებს ვათვალიერებთ და ვარჩევთ, ხან ფაზლებს ვაწყობთ. კომპიუტერებსაც ვიყენებთ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. იდეათეკაში გაკვეთილებიც გვიტარდება. ერთხელ მუსიკის  გაკვეთილზე ოპერასაც კი მოვუსმინეთ. ჩემი საყვარელი საგანი ინგლისურია და ვაპირებ იდეათეკიდან ინგლისური წიგნები გამოვიტანო“, – მოგვიყვა ანამ, როცა იდეათეკაზე საუბარი ვთხოვეთ.

ოზურგეთის საჯარო სკოლის მე-8-ე კლასის მოსწავლის, დათო ჩავლეშვილისთვისაც მომხიბვლელია იდეათეკის სასიამოვნო გარემო.

„ასეთ გარემოს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით დავალებების მომზადების და პროექტებზე მუშაობის დროს. იდეათეკა  ნათელი ადგილია. აქ კარგი განწყობა გექმნება მუშაობისთვის, მეცადინეობისთვის. როცა პრეზენტაციებზე მიხდება მუშაობა, რა თქმა უნდა, ინტერნეტზე წვდომა ამ დროს დიდი უპირატესობაა და ამ შესაძლებლობას ხშირად ვიყენებ. მიხარია, რომ განახლებული ბიბლიოთეკაც შესაძლებლობას მომცემს, გავეცნო იმ ახალ ლიტერატურას, რომელიც მაინტერესებს და რაც აქამდე არ იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი“, – ამ სიტყვებით აფასებს მოზარდი იდეათეკის იდეას, მის დანიშნულებას და აქ უკვე მთელი 100%-ით ნათელია, რომ იდეათეკები  – განათლების ხელშეწყობისთვის „საქართველოს ბანკის“ მიერ მიღებული და განხორციელებეული მართლაც მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებაა.

საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი განგრძობადია და  განათლებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომისა და საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისების შესაძლებლობა ეტაპობრივად სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებსაც მიეცემათ.

საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტზე მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. 

 

Share