Home » მსოფლიო » იაპონური კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იაპონიაში წარმოებას იწყებს

იაპონური კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იაპონიაში წარმოებას იწყებს

იაპონური ფარმაცევტული კომპანია Daiichi Sankyo AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იაპონიაში წარმოებას იწყებს. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ის იაპონიაში ვაქცინის წარმოებისას გამოიყენებს AstraZeneca-სგან მიღებულ გაუზავებელ მასალას. იაპონიის მთავრობა უკვე შეთანხმდა 120 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინის შეძენაზე, რაც 60 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის არის საკმარისი.

კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ Daiichi Sankyo-ს უკვე აქვს 100 წელზე მეტი ხნის სამეცნიერო გამოცდილება და 20 ქვეყანაში წარმოდგენილია 15 000 თანამშრომლით.

Share