Home » მსოფლიო » იაპონიაში პორნოვარსკვლავების დეფიციტია
იაპონიაში პორნოვარსკვლავების დეფიციტია

იაპონიაში პორნოვარსკვლავების დეფიციტია

იაპონური პორნოინდუსტრია სამუშაო პერსონალის სიმცირით გამოირჩევა.  ამომავალი მზის ქვეყანაში პორნო ფილმებში მონაწილე მსახიობების კატასროფული ნაკლებობა შეინიშნება. უნდა აღინიშნოს, რომ  სუსტის სქესის წარმომადგენლები საკმარისზე მეტნი არიან, მაგრამ მამაკაცების საკმაო სიმცირეა,  ეს კი მათთვის რთული სამუშაო პირობების მთავარი მიზეზი ხდება.

„ცოცხლად გადარჩენილი“ მსახიობები სოციალურ ქსელებში მუდმივად ჩივიან, თუ როგორ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. მათ იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვთ, რომ დღეში 3 ცვლაშიც კი მუშაობენ.

ერთ-ერთი პორნო ვარსკვლავის, შიმიკენის განცხადებით, მას  7 ათას პარტნიორზე მეტთან აქვს სხვადასხვა ფილმებში ნათამაშები. 35 წლის პორნომსახიობი მამაკაცი, კოლეგების ნაკლებობის გამო, კვირაში 20 სურათში მონაწილეობს და ასე გრძელდება უკვე 19 წელია.

იაპონიაში 10 ათას პორნომსახიობ ქალზე, მხოლოდ 70 მამაკაცი კოლეგა მოდის, რომლებიც უფრო ნაკლებნი არიან, ვიდრე უიშვიათესი ბენგალური ვეფხვები. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ცხოველების მსგავსად ისინიც გადაშენდნენ დაღლილობისგან.

ამ პრობლემების მიუხედავად იაპონიაში დაახლოებით 40 000  პორნოფილმს იღებენ ყოველ წელს, ეს კი დღეში 100 კინოზე მეტს უდრის.

ჯერ–ჯერობით ინდუსტრიის შენარჩუნება ვეტერანებს უწევთ. იაპონიის უხუცეს პორნომსახიობს მალე 80 წელი შეუსრულდება,  თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ფორმაშია.

3

1

Japanese Girls

 

[wpolling id=”11″ width=”” height=””]
Share