Home » საზოგადოება » იაპონიამ საქართველოს, 2.8 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა

იაპონიამ საქართველოს, 2.8 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა

იაპონიამ საქართველოს, 2.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა. იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა აუცილებელია მძიმე პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად პანდემიის დროს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

“აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კოვიდპაციენტებში ხშირია გულთან დაკავშირებული გართულებები. მათ შორის, პროექტი ემსახურება რეანომობილების ტექნიკურ გაუმჯობესებას, რადგან საწოლების გადატვირთვის პერიოდში, რეანომობილში მოცდის დროს პაციენტს მიეწოდოს ხარისხიანი საბაზისო სამედიცინო დახმარება.

აღნიშნული მხარდაჭერა იაპონიის მიერ საქართველოსთვის გადაცემული რიგით მეორე მსხვილი პროექტია გასული წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის პირველი მსხვილი პროექტის ფარგლებში, იაპონიამ საქართველოს 2,5 მილიონი აშშ დოლარი პანდემიასთან ბრძოლისთვის აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით გადასცა. იაპონიამ საქართველოს ასევე მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 4 რეანომობილი გადასცა.

გარდა ამისა, იაპონიამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენატანი კოვაქსის პლატფორმაში, რომელიც საქართველოს და სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინაციების თანასწორად ხელმისაწვდომობას ემსახურება”, – განაცხადა იაპონიის ელჩმა.

მედიასთან საუბრისას მან მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

Share