Home » მსოფლიო » იაპონელი მილიარდერი ეძებს 8 ადამიანს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან

იაპონელი მილიარდერი ეძებს 8 ადამიანს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან

იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეძავამ 8 ადამიანი მთვარეზე მოგზაურობაში დაპატიჟა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ის დედამიწის თანამგზავრზე ილონ მასკის რაკეტა SpaceX-ით 2023 წელს გაფრინდება და რვავე სტუმრის მგზავრობის ხარჯებს სრულად დაფარავს.

„მინდა სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანები შემომიერთდნენ. ყველა ადგილი ვიყიდე, ამიტომ ეს კერძო მგზავრობა იქნება“, – დაწერა მილიარდერმა Twitter-ზე.

დედამიწის თანამგზავრზე მოხვედრის მსურველებმა 2 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ.

პირველი: უნდა ახსნან როგორ დაეხმარებათ მთვარეზე მოგზაურობა საზოგადოებისთვის რაიმე ღირებულის გაკეთებაში და მეორე: მზად უნდა იყვნენ გუნდური მუშაობისთვის და ეკიპაჟის წევრების მხარდაჭერისთვის.

imedinews.ge

Share