Home » ახალი ამბები » იანვარში ქვეყანაში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 226.7 მლნ ლარი შეადგინა

იანვარში ქვეყანაში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 226.7 მლნ ლარი შეადგინა

2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 226.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.1 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა

იანვარი, 2017,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

იანვარი, 2016

იანვარი, 2017

სულ  

83.9

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

27.1

36.6

32.3

მათ შორის:

იტალია

9.6

12.9

11.4

საბერძნეთი

9.3

11.8

11.1

ესპანეთი

2.1

2.9

2.5

გერმანია

2.0

3.1

2.4

დანარჩენი ქვეყნები, სულ

56.8

63.4

67.7

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

26.5

29.8

31.5

აშშ

9.5

11.3

11.3

ისრაელი

6.4

4.8

7.6

თურქეთი

6.2

6.5

7.4

უკრაინა

1.5

1.9

1.8

აზერბაიჯანი

1.3

1.3

1.5

2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.9 მლნ აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

Share