Home » ეკონომიკა » იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 25.7%-ით, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა
იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 25.7%-ით, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 25.7%-ით, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 25.7%-ით, ხოლო იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წ. იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მაჩვენებლებს აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.8 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარი (19.1პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

Share