Home » ეკონომიკა » იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა
იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3945 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1003 მლნ. აშშ დოლარი იყო (29პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2941 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი).

მათივე ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1938 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 % შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს.

Share