Home » ეკონომიკა » იანვარ-მაისში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 138.7%-ით გაიზარდა
იანვარ-მაისში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 138.7%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 138.7%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 138.7%-ით გაიზარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.101 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (585.959 მლნ კვტ.სთ) 4.8%-ით მეტია.

2019 წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. კერძოდ, იანვარ-მაისში რუსეთიდან 74.431 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც 2018 წლის 5 თვის მაჩვენებელზე (31.177 მლნ კვტ.სთ) 138.7%.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-მაისში 539.67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (510.459 მლნ კვტ.სთ) 5.7%-ით მეტია.

იმპორტი თვეების მიხედვით (2019 წელი):

იანვარი – 181.673 მლნ კვტ.სთ

თებერვალი – 142.494 მლნ კვტ.სთ

მარტი – 208.869 მლნ კვტ.სთ

აპრილი – 80.840 მლნ კვტ.სთ

მაისი – 0.225 მლნ კვტ.სთ

წყარო: BMG

Share