Home » ფინანსები » იანვარ-ივლისში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 519 მილიონი ლარი შეადგინა
იანვარ-ივლისში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 519 მილიონი ლარი შეადგინა

იანვარ-ივლისში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 519 მილიონი ლარი შეადგინა

2017 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 519 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 171,920 მილიონი ლარით მეტია.  2016 წლის იანვარ-ივლისში კი აღნიშნული მაჩვენებელი 347,283 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივლისში ბანკების შემოსავლებმა 2, 486, 619 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 1,898, 598 მილიარდი ლარი შეადგინა.

შემოსავლები ძირითადი ნაწილი კვლავ საპროცენტო შემოსავლებზე მოდის და იგი 1, 5 მილიარდს შეადგენს – მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდა 880 მილიონი, ხოლო იურიდიული პირებიდან 498 მილიონი შემოსავალი აქვს საბანკო სექტორს.  რაც შეეხება არაპროცენტულ შემოსავლებს იანვარ–ივლისში მან 944 მილიონი შეადგინა.

იანვრიდან ივლისის ჩათვლით, კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 59 მილიონ ლარს გაუტოლდა.

Share