Home » ეკონომიკა » იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 605.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 25.7 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ. აშშ დოლარი, ანუ 20.7 პროცენტით მეტი.

ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა.

Share