Home » ბიზნესი » HUAWEI-მ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გადაუსწრო
HUAWEI-მ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გადაუსწრო

HUAWEI-მ გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გადაუსწრო

მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციამ (International Data Corporation – IDC) 2018 წლის პირველი ნახევრის ბიზნეს მიღწევები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სმარტფონების გლობალურ მიწოდებაში კომპანია HUAWEI-ს მნიშვნელოვანი,  95 მილიონზე მეტი ზრდა დაფიქსირდა. IDC-ის მონაცემებითკომპანია HUAWEI 2018 წლის მეორე კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple- გაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის მონაცემებით  სულ გაყიდულია  HUAWEI-ს 54.2 მილიონი სმარტფონი, რომლის მიხედვითაც კომპანიის ბაზრის წილი 15.8%-ს შეადგენს. რაც შეეხება Apple-ს, აპრილ-ივნისის პერიოდში, გაყიდული სმარტფონების ოდენობა 41.3 მილიონია. ანგარიშის მიხედვით, 71.5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილს Samsung-ი იკავებს, რომლის წილიც ბაზარზე 20.9%-ია.

HUAWEI-ს ბაზრის წილის ზრდა შთამბეჭდავია და მისასალმებელია  მისი სურვილი  დაიმკვიდროს ადგილი იმ ქვეყნების ბაზრებზე  სადაც აღნიშნულ ბრენდს დღემდე არ იცნობდნენ კარგად,“ ძირითადად, ყველა ბაზარზე, კონკურენტებად   SAMSUNG-ი, HUAWEI და Apple-ი მოიაზრება და ეს არ მგონია შეიცვალოს.“ – – განაცხადა  IDC-ის პროგრამულმა ვიცე პრეზიდენტმა, რაიან რეითმა.

„ბოლო ექვსი თვე წარმატებული იყო HUAWEI CBG-სთვის, აღინიშნება ბიზნესის ზრდა ყველა ბაზარზე. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი არის, კომპანიის ერთგულება ინოვაციებისადმი და რაც მთავარია მომხმარებლის ლოიალობა.  HUAWEI-ს ყურადღება კვლავ პროდუქციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული” – განაცხადა HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ იუმ.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Share