Home » ეკონომიკა » ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ახალი შესაძლებლობა სამრეწველო და სავაჭრო კომპანიებისთვის
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ახალი შესაძლებლობა სამრეწველო და სავაჭრო კომპანიებისთვის

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ახალი შესაძლებლობა სამრეწველო და სავაჭრო კომპანიებისთვის

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი), რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც უცხოელ, ისე ქართველ მეწარმეებსა და სავაჭრო კომპანიებს.

ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ი, რომელიც წარმოადგენს ჰუალინგ ჯგუფის ერთერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს საქართველოში, განლაგებულია ქ. ქუთაისში ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე და მოიცავს 36 ჰა ტერიტორიას. კანონმდებლობის შესაბამისად, ჰუალინგის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიები სრულად და უვადოდ არიან გათავისუფლებულები მოგების, ქონების, დივიდენდის, დღგ-სა და იმპორტის გადასახადებისგან. ქუთაისის თიზ-ში მოწყობილია და 24 საათის რეჟიმში ფუნქციონირებს საბაჟო გამშვები პუნქტი, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს გამარტივებული რეჟიმით უმოკლეს ვადებში განახორციელონ იმპორტ/ექსპორტის სასაქონლო ოპერაციები.

ამ ეტაპზე, ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში არსებული საშეღავათო პირობებით უკვე სარგებლობს 15 სამრეწველო და სავაჭრო კომპანია, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ უკვე ფუნქციონირებენ ხის მორებისა და ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე ავეჯის, მატრასებისა და სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოები. სავაჭრო კომპანიები თიზ-ის საშუალებით უკვე ეწევიან სხვადასხვა ტიპის პროდუქციის იმპორტ/ექსორტს.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა თიზ-ში საგადასახადო შეღავათების პირობებში ლოგისტიკური ჰაბის ორგანიზება, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას განბაჟებისა და დღგ-ს გადახდის გარეშე დაასაწყობონ პროდუქცია თიზ-ში, შეუზღუდავი ვადების პირობებში. მოგებისა და დივიდენდის გადასახადისაგან გათავისუფლება კი კომპანიის დამფუძნებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს გაიტანონ თანხა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან.

ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ი სთავაზობს კომპანიებს მზა შენობა-ნაგებობების ფართო არჩევანს ზომებისა და ფართების მხრივ. მათზე არსებული დაბალი საიჯარო გადასახადი განაპირობებს მზარდ ინტერესს სხადასხვა პროფილის კომპანიების მხრიდან, ისარგებლონ თიზ-ით, როგორც პროდუქციის გადამუშავების, ისე დასაწყობების თვალსაზრისით.

ამასთან, ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ი კომპანიებს სთავაზობს მიწის ნაკვეთებს და საოფისე ფართებს კონკურენტულ საიჯარო ფასებში. აღსანიშნავია, რომ თიზ-ში ოპერირება, კანონმდებლობის გათვალისწინებით მეტად გამარტივებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე საოპერაციო მართვის თვალსაზრისით. კომპანიებს ასევე აქვთ საშუალება ისარგებლონ უკვე არსებული კომუნალური ინფრასტრუქტურით და სხვადასხვა მომსახურეობებით, მათ შორის ტვირთების დატვირთვა-ჩატვირთვის, საბაჟო საბროკერო და სხვა მომსახურეობებით.

ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში ინტენსიურად გრძელდება ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გზების გაფართოება, რკინიგზის ხაზის შეყვანა და სარკინიგზო ტერმინალის მოწყობა, ასევე კომუნალური უზრუნველყოფის ტექნიკური ოპტიმიზაცია.

Share