Home » საზოგადოება » ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს ებრაულთან ვაქცინის თაობაზე კომუნიკაცია – ისრეალის ელჩის კომენტარი

ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს ებრაულთან ვაქცინის თაობაზე კომუნიკაცია – ისრეალის ელჩის კომენტარი

ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის პემირ–მინიტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი 20–მდე ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 100 000 დოზას გზავნის.

როგორც ცნობილია, საქართველო ვაქცინის მიღებას კოვაქს პლატფორმიდან ელის, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე არც ერთი დოზა არ შემოსულა.

ამდენად, „აქცენტი“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს ებრაულთან კომუნიკაცია, ხსენებული ჭარბი დოზების სწორედ საქართველოსკენ „გადმოქაჩვის“ თაობაზე და შესაბამისი კითხვით საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიმართა.

„საქართველოსა და ისრაელის მთავრობები დაახლოებით, ერთი წელიწადია, განიხილავენ Covid-19–ის პანდემიის სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის –თანამშრომლობას ტრენინგში, პრევენციაში, მკურნალობაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში.

ამ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ისრაელის საელჩომ თბილისში და MASHAV-მა (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თბილისის ოფისს.

ჩვენ ვაგრძელებთ ორმხრივ დისკუსიებს, რათა განვიხილოთ მეტი გზა, თუ როგორ შეუძლია ისრაელს, დაეხმაროს საქართველოს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელის მიერ სხვა ქვეყნებში ჭარბი ვაქცინების შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია ძალზე არასწორი იყო.

ისრაელის მთავრობას ჯერ არათუ დაუმტკიცებია და არც კი განუხილავს ამგვარი მიწოდება (ან მათი მიმღების პოტენციური სია) და ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული კომენტარი ნაადრევად მიმაჩნია“, – განუცხადა თემის კომენტირებისას „აქცენტს“ ისრეალის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

წყარო: accentnews.ge

 

Share