Home » ფინანსები » ჰორეკა სექტორმა 891 მლნ ლარი იზარალა

ჰორეკა სექტორმა 891 მლნ ლარი იზარალა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პროგნოზირებული მშპ-ს ცვლილება (საბაზრო ფასების მიხედვით), 2019 წელთან შედარებით უტოლდება -6.2%-ს. 2020-ის 2019 -თან შედარებით, კლების მაჩვენებლის (-16%) მიხედვით წამყვანი სამი სექტორია:

ღამის გასათევი და საკვები სერვისები, ხელოვნება და გართობა (-891 მლნ ლარი)

ტრანსპორტირება და დასაწყობება (-487 მლნ ლარი)

საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-278 მლნ ლარი)

Colliers International Georgia-ს კვლევით,  შემცირება ამ სექტორში აისხნება შეზღუდვების არსებობით (კომენდანტის საათი, გადაადგილება, საქმიანობის ოპერირება), რაც პანდემიით იყო განპირობებული.

მცირე ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში (+4%), ჯანდაცვის სექტორსა (+8%) და განათლების სექტორში (+3%).

საქართველოს ეკონომიკის ტურიზმზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1% იყო. “ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და 27%-ს შეადგენს (სასტუმროების სტუმრებში საქართველოს რეზიდენტების წილი, საქსტატი, 2019 წ). ამ მონაცემებით საქართველო ხვდება ქვედა მარჯვენა ჯგუფში (საბერძნეთის სიახლოვეს).

მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამ კატეგორიაში მოხვედრილი ქვეყნების სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, ეკონომიკური აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება.”, – განმარტავენ Colliers-ში.

gbc.ge

Share