Home » მსოფლიო » ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

ბოროტმოქმედმა ქალს თავი ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლებად გააცნეს და უთხრეს, თითქოს მისი პირადი მონაცემები ჩინეთში დანაშაულების ჩადენისთვის იყო გამოყენებული.

მათ სთხოვეს ქალს, გადაერიცხა საკუთარი ფული „გამომძიებლების“ საბანკო ანგარიშებზე, რათა სამართალდამცავ ორგანოებს მისი ქონების წარმომავლობა შეესწავლათ.

ეს შემთხვევა ჰონგ-კონგში სატელეფონო თაღლითობის ყველაზე მსხვილი ფაქტია. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ამ საქმეზე 19 წლის სტუდენტი დააკავა. გარდა ამისა, დაყადაღებულია საბანკო ანგარიშებიც, რომლებზეც მხოლოდ 1,16 მილიონი დოლარი რჩება.

დანარჩენი თანხის ნაწილი ბოროტმოქმედებმა უკვე გაანაღდეს.

imedinews.ge

Share