Home » მსოფლიო » ჰონგ კონგის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში 7.9%-ით გაიზარდა

ჰონგ კონგის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში 7.9%-ით გაიზარდა

განახლებული მონაცემების თანახმად, რომელიც პარასკევს ადგილობრივი თვითმმართველობის აღწერისა და სტატისტიკის დეპარტამენტმა წარმოადგინა, ჰონგ კონგის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში 7.9%-ით გაიზარდა. ზრდის ეს მაჩვენებელი მცირედით აღემატება პროგნოზირებულს.

”მშპ-ის წლიურად 7,9%–ანი ზრდით, დასრულდა რეცესია, რომელიც ზედიზედ ექვსი კვარტლის განმავლობაში ფიქსირდებოდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

გასული, 2020 წლის პირველ კვარტალში, ჰონგ კონგის ეკონომიკა რეკურდულად, 9,1%-ით შემცირდა.

რაც შეეხება 2020 წლის მეოთხე კვარტალს, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ჰონგ კონგის ეკონომიკა 2,8%–ით შემცირდა.

მიმდინარე კვარტალში ეკონომიკის მსგავს ზრდას ექსპერტები ექსპორტის ზრდას უკავშირებენ, რომელიც 30.2%-ით გაიზარდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია საფონდო ბირჟაზე აქტივობის ზრდა.

კორონავირუსულმა პანდემიამ ახალი დარტყმა მიაყენა ჰონგ კონგის ეკონომიკას, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე რეცესიის ეტაპზე გადავიდა მასიური ანტისამთავრობო პროტესტის გამო.

მიმდინარე წლის ბოლოს ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდის მაჩვენებელი 3,5% -დან 5,5% -მდეა ნავარაუდები. ამ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეკონომიკა ემყარება მომსახურების სექტორს, რომელიც მშპ-ს 93% -ს შეადგენს.

გიორგი არაბული

Share