Home » ბიზნესი » ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაოთხმაგებულია
ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაოთხმაგებულია

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაოთხმაგებულია

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაოთხმაგებულია, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სულ 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი.

კვლევის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტი 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% – აირზე მომუშავე, ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა და მთელი იმპორტის 5,7% შეადგინა.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა.

იმპორტიორ ქვეყნებში იაპონიაა ლიდერია და მისი წილი 2016 წელს ავტომობილების იმპორტიორებში 45%-ით განისაზღვრა. იმპორტიორებს შორისაა აშშ, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, ბელგია.

საქართველოში ავტოპარკი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იზრდება, 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1 126 470 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც 8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს, 2014 წელთან შედარებით კი ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით არის გაზრდილი.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]
Share