Home » საზოგადოება » ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა
ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა

ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა

ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 50%-ით შემცირდა.  შესაბამისი ცვლილებები პირველი მაისიდან ამოქმედდა, პარლამენტმა კი კანონპროექტი დაახლოებით ორი კვირის წინ დაამტკიცა. შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე.

კანონროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მსგავსი ავტომანქანების მასობრივი მოხმარება შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.

„იმპორტიორებისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე შემოთავაზებული ცვლილებებით, შესაძლებელია როგორც ეკოლოგიური ავტოპარკის განახლება, ასევე მისგან გამომდინარე სხვა საფინანსო და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება“,- ნათქვამი იყო განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის განაკვეთისა და იმპორტის გადასახადის განულებას ითვალისწინებდა, თუმცა, კანონპროექტმა სხვადასხვა მოსმენაზე ცვლილებები გაიარა და საბოლოოდ 50%-იან შეღავათზე ჩამოყალიბდა.

ამასთან, კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებაში ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა წლიურად 901 ათასი ლარი იქნებოდა, მათ შორის აქციზის გადასახადის სახით – 806 ათას ლარი, ხოლოიმპორტის გადასახადის სახით – 95 ათას ლარი. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაკორექტირდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანას შეუნარჩუნდება, ხოლო აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაუნახევრდება. შესაბამისად, კანოპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დაახლოებით 450 ათასი ლარია.

ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის 50%-იან შემცირებაზე რამდენიმე კვირის წინ ავტოდილერები გამოიკითხა. ომპორტიორებმა განაცხადეს, რომ ცვლილება ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად გაზრდის.

როგორც myavtoshop.ge-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ციცვიძე  აცხადებდა, რომ, როცა მომხმარებელი ამ ტიპის მანქანას ყიდულობს, ის ეკონომიურობაზეა ორიენტირებული, რადგან ეს მანქანები ნაკლებ საწვავს მოიხმარენ.

„2010 წლიანი ჰიბრიდული მანქანა რომ ჩამოიყვანო, ეს მინიმუმ 15 ათასი ღირს. ვთქვათ მანქანას აქვს ძრავის მოცულობა 3,5. ამის აქციზის გადასახადი 2450 ლარი იქნება. ჯამურად ასეთი მანქანის განბაჟება 3 ათას ლარამდე გამოდის, ამას თუ დააკლდება 1225 ლარი (აქციზის 50%-იანი შეღავათი), გამოდის 500 დოლარს ზოგავ. ეს კი საკმაოდ დიდი შეღავათია“,- აცხადებდა ალექსანდრე ციცვიძე.

წყარო: კომერსანტი

Share