Home » საზოგადოება » ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: საქართველოში მათ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ

ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: საქართველოში მათ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, რადგან ხელმომწერები წამყვანი ევროდეპუტატები არიან, რომელთაც სხვადასხვა როლი აქვთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გზაზე.

“ვერ ვისაუბრებ ევროპარლამენტის, ან მისი ცალკეული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ მოდის ცხადი გზავნილები. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როცა საკითხი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასე რომ ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ”, – ამბობს ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გუშინ გავრცელდა ინფორამცია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).

 

 

Share