Home » საზოგადოება » GWP თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს
GWP თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს

GWP თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 3 ივნისს, გამთენიისას საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. Gwp აღნიშნულ ქუჩაზე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მგალობლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ტექნიკური სამუშაობის პარალელურად, კომპანია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს ადგენს. gwp თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 4 ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამ მომენტში, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, საბურთალოს რაიონში: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს;

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“,

Share