Home » ბიზნესი » გურიაში თიხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო
გურიაში თიხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო

გურიაში თიხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 10 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ასკანელი ძმების” დამფუძნებლები გურიაში თიხის გადამამუშავებლ ქარხანას დაახლოებით 1 თვეში გახსნიან. ამის შესახებგურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გერმანიიდან ჩამოსული მანქანა-დანადგარების მონტაჟი.

როგორც სალუქვაძე აცხადებს, პროექტის განმახორციელებელი კომპანია თიხის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს.

გურიის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბეტონიტის (ბეტონისგან დამზადებული ხელოვნური ქვა) თიხა საკმაოდ მოხმარებადი პროდუქტია, მათ შორის ის გამოიყენება ღვინის წარმოებაში როგორც ფილტრი.მისივე განცხადებით, საწყის ეტაპზე ქარხანა 100-მდე სახეობის თიხის პროდუქტს გამოუშვებს.

სალუქვაძის ინფორმაციით,ქარხანა ნედლეულს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანიდან მიიღებს. მისივე მტკიცებით, ინვესტორი გამოშვებულ პროდუქტს ექსპორტზეც გაიტანს.

რაც შეეხება თავად პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, „ასკანელი ძმების” დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

წყარო: კომერსანტი

Share