Home » საზოგადოება » გულბანი – შეზღუდვების გაუქმებით, სამთო საკურორტო სექტორს რეალური შესაძლებლობა უჩნდება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ ვითარებას

გულბანი – შეზღუდვების გაუქმებით, სამთო საკურორტო სექტორს რეალური შესაძლებლობა უჩნდება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ ვითარებას

“შეზღუდვების გაუქმებით, სამთო საკურორტო სექტორს რეალური შესაძლებლობა უჩნდება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ ვითარებას”, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც ჩანს გვირაბის ბოლოს პატარა თეთრი წერტილი ფართოვდება.
დღეს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა ამის ნათელი დადასტურებაა. ცხადია არავის არ აქვს მოლოდინი, რომ დაზარალებული ბიზნესი სრულად დააკომპენსირებს ზარალს წლის ბოლომდე, თუმცა თუ ეპიდ ვითარებამ ხელი შეგვიწყო, წინ რეალურად მთელი წელიწადი გვაქვს სამოქმედოდ.
ძალიან დროული და კარგი სიახლეა სამთო კურორტებისთვის იმ ქვეყნების სიის გაფართოება, რომელთა მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა და ძირითადად ეს ჩვენი სამეზობლო ქვეყნების მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც დიდი ხვედრითი წილით არიან წარმოდგენილი ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში.
არსებული შეზღუდვების გაუქმებით, სამთო საკურორტო სექტორს რეალური შესაძლებლობა უჩნდება სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდელ ვითარებას, ვინაიდან მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან ძალიან მაღალია. თან მხოლოდ ზამთრის სეზონზე არაა საუბარი, წელიწადის ყველა დროს, ჩვენს გამაჯანსაღებელ კურორტებზე სასტუმროებს შეეძლებათ სრული დატვირთვით მუშაობა, რაც ამ სექტორისთვის იმედის მომცემია”, – წერს გულბანი.
Share