Home » ახალი ამბები » გუდიაშვილზე სარესტავრაციო პროექტების ნაწილზე მუშაობა დასრულდა
გუდიაშვილზე სარესტავრაციო პროექტების ნაწილზე მუშაობა დასრულდა

გუდიაშვილზე სარესტავრაციო პროექტების ნაწილზე მუშაობა დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდი ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაციას კონსერვაციის გეგმის მიხედვით ახორციელებს.

2016 წლის საბიუჯეტო პროგრამით გათვალისწინებულია 14 მისამართზე სარეაბილიტაციო – სარესტავრაციო პროექტების მომზადება და ფიზიკური სამუშაოების დაწყება.
ლადო გუდიაშვილის მოედანზე მდებარე მძიმე ავარიული შენობების შენარჩუნება და აღდგენა, მათი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის გათვალისწინებით მოხდება.
2016 წელს გუდიაშვილის მოედნის არეალში მდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულმა კავშირმა „ ICOMOS საქართველომ” 6 პროექტზე მუშაობა შემდეგ მისამართებზე დაასრულა: ლ. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე შენობების ბ. ახოსპირელის ქ. N4, ლ. გ. აბესაძის ქ. N21/14, ლ. გუდიაშვილის მოედანი N2, გუდიაშვილის მოედანი N7/2, ბ. ახოსპირელის ქ. N7 და ბ. ახოსპირელის III ჩიხი N1/3.

პროექტები II ეტაპად განხოციელდა – პირველ ეტაპზე შესრულდა საკვლევი სამუშაოები, ხოლო შემდეგ რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტების არქიტექტურული ნახაზები დამუშავდა, მოხდა სახარჯთაღრიცხვო -საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოთა მოცულობები.

ასევე, მიმდინარე პროცესშია 5 სარეაბილიტაციო – სარესტავრაციო პროექტი შემდეგ მისამართებზე: ლ. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე შენობების ლერმონტოვის ქ. N2, ბ. ახოსპირელის I ჩიხი N3, ბ. ახოსპირელის III ჩიხი N1/2, ლ. გუდიაშვილის მოედანი N6/1 და ბ. ახოსპირელის II ჩიხი N1-2 ,რომელსაც ასევე „ ICOMOS საქართველოს” კავშირი ამზადებს. აღნიშნული პროექტები 30 მაისს დასრულდება. გია აბესაძის ქ. 23/1 , აბო თბილელის ქ. 3/8 და N3 – ის არქიტექტურული პროექტები, კი დაახლოებით 4 თვეში დასრულდება.

ლ.გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია, განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული დაცვით და შენარჩუნებით. მოედნის არეალში მდებარე ისტორიულ შენობებს გამაგრება, რესტავრაცია და სრული რეაბილიაცია ჩაუტარდება.

ფიზიკურ რეაბილიტაციასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს ფასადების აღდგენა-რესტავრაციას, საკომუნიკაციო ქსელების შეცვლას, სახურავების გამაგრებას და თუნუქის მასალით მოწყობას. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაუტარდება ხის ნაკეთობებს, შეუნარჩუნდება ავთენტურობა მათი რესტავრაციის გზით.

Share