Home » ფინანსები » გუბაზ სანიკიძე ხილ-ბოსტნის ბიზნესში წავიდა – შემოსავალი 50 000 ლარი

გუბაზ სანიკიძე ხილ-ბოსტნის ბიზნესში წავიდა – შემოსავალი 50 000 ლარი

პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიზემ, სხვა კოლეგების მსგავსად დეპუტატის დეკლარაცია შეავსო.

მანდატზე საჯაროდ უარს ამბობს, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში, თანამდებობის გრაფაში, ის საქართველოს პარლამენტის წევრად არის მითითებული.

უძრავი ქონება

დეპუტატი ფლობს 2017 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. აღნიშნული ქონება მან 45 000 ლარად შეიძინა.

ასევე, მის საკუთრებაშია 2008 წელს ამავე სოფელში შეძენილი ვენახი 60 000 კვ.მ-ის ოდენობით, რომელიც გუბაზ სანიკიძემ იჯარის გამოსყიდვის წესით, კერძო საკუთრებაში გადაიტანა და მას ეს შენაძენი 2 500 ლარი დაუჯდა.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატის მეუღლე ირმა სანიკიძე კი, დედაქალაქში, საბურთალოზე, ს.ცინცაძის ქუჩაძე 150 კვ.მ-ის საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც სანიკიძეებმა 2011 წელს 250 000 ლარად იყიდეს.

მოძრავი ქონება 

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, გუბაზ სანიკიძე 2017 წელს 7 000 დოლარად ნაყიდი Land Rover Discovery-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდება.

ანაბრები 

გუბაზ სანიკიძის ოჯახის წევრებს დანაზოგი ბანკში ანაბრებზე აქვთ. გუბაზ სანიკიძის შვილი, ნინო სანიკიძე “თი-ბი-სი ბანკში” ანაბარზე 2 725 დოლარს ფლობს, მისი მეორე შვილი, ლევან სანიკიძეც დანაზოგს “თი-ბი-სი ბანკში” ინახავს, რომელიც 3 000 დოლარს შეადგენს.

დეპუტატის მეუღლე, ირმა სანიკიძე “ლიბერთი ბანკი” ანაბარზე 375 დოლარი უფიქსირდება. თავად დეპუტატს დეკლარაციის შევსების მომენტში, “ლიბერთი ბანკში” საპენსიო ანგარიშზე 3 ლარი ჰქონდა. ის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრიცაა და მას ყოფილი პარლამენტარის პენსი ერიცხება, რომელიც წლიურად 6 720 ლარს შეადგენს.

ბიზნესი

გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციითაც არის დაკავებული. როგორც დეკლარაციაში მიუთითებს, ამ გზით მიღებული შემოსავალი 50 000 ლარია.

მემკვიდრეობა

დეპუტატი დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ ის მემკვიდრეობით მიღებულ ბიბლიოთეკას ფლობს, რომელშიც იშვიათი გამოცემებიცაა. დეპუტატმა ეს მემკვიდრეობა 2002 წელს მიიღო.

წყარო: primetime.ge

 

Share