Home » მსოფლიო » გრეტა ტუნბერგს ძეგლი დაუდგეს

გრეტა ტუნბერგს ძეგლი დაუდგეს

შვედ ეკოაქტივისტს, გრეტა ტუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მონუმენტის ღირებულება 24 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება. უნივერსიტეტის ეზოში ტუნბერგის ძეგლის დადგმას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა.

მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ეკოაქტივისტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე უკეთესი იქნებოდა, მონუმენტში გადახდილი თანხა სხვა საჭიროებებს მოხმარებოდა. პასუხად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ძეგლის შესაძენად საჭირო თანხა თავად მოიძია და ამით არც სტუდენტები დაზარალებულან და არც სასწავლებლის თანამშრომლები.

წყარო: imedinews.ge

Share