Home » გალერეა » გრანდიოზული ქართულ-არაბული პროექტი საგურამოში – 350 000 კვ.მ ფართობზე მინიქალაქი შენდება
გრანდიოზული ქართულ-არაბული პროექტი საგურამოში - 350 000 კვ.მ ფართობზე მინიქალაქი შენდება

გრანდიოზული ქართულ-არაბული პროექტი საგურამოში – 350 000 კვ.მ ფართობზე მინიქალაქი შენდება

საგურამოში მინიქალაქის “საგურამოს ბაღების” მშენებლობა მიმდინარეობს. ქართულ-არაბულ ერთობლივ პროექტს ქართული საინვესტიციო კომპანია Georgian Ventures & Investment (GVI) და არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi ახორციელებენ.

მინი ქალაქი 350 000 კვ. მეტრის ფართობზე მოეწყობა და საცხოვრებელ კორპუსებს, ვილებს, კოტეჯებს, სამედიცინო ცენტრს, 4-ვარსკვლავიან საკურორტო სასტუმროს, საკურორტო ცენტრს, დასასვენებელ პარკს, გოლფის მინიმოედანს, სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს, პატარა ტბებისა და ხილის ბაღების მქონე პარკს გააერთიანებს.

GVI-ის ცნობით, მინი ქალაქი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან კლიენტების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგურამოში 2016 წლის აპრილში დაიწყო. გეგმის მიხედვით, პროექტი 4 წელიწადში უნდა დასრულდეს.

Share