Home » საზოგადოება » გორში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა
გორში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა

გორში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა

29 ოქტომბერს გორში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა, რომელიც ამეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის 5 თემის ასზე მეტ ბავშვს აერთიანებს. სამომავლოდ, საფეხბურთო სკოლები მუნიციპალიტეტის 22-ვე თემში გაიხსნება, სადაც 1500-მდე ადგილობრივიახალგაზრდა ფეხბურთელი შეძლებს სისტემატურად ივარჯიშოს.

საფეხბურთო სკოლების გახსნის ცერემონიას, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის რეგიონულიფეხბურთის განვითარების სამსახურის უფროსი გოჩა თამაზაშვილი და შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი დაესწრნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითარდება ბავშვთა ფეხბურთი, ამას მოწმობს ისიც, რომ გორის მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო სკოლები ჩამოყალიბდა, რაც იმის გარანტია, რომ ეს ბავშვები აქტიურად დაკავდებიან ფეხბურთით, სისტემატურად ივარჯიშებენ და ექნებათ საშუალება, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში და წარმატებები ვუსურვო პატარა ფეხბურთელებს,“-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

Share