Home » ახალი ამბები » გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ანწუხელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებ ოჯახებს ბინების დაკანონება დღეიდან შეეძლებათ.

საკუთრების დადასტურებელი მოწმობები იძულებით გადაადგილებულებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსტრის მოადგილემ გადასცა.

2013წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

Share