Home » ბიზნესი » გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შეიქმნა.

კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, სადაც  500 ტონამდე  ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი, 6 ადამიანია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის  რეგიონში   56   შემნახველი  და სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა.   შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15,000 ტონაზე მეტი პროდუქციის  შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი იქნა გაცემული.

შპს „აგროგრუპის“ ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად  დაათვალიერა.

Share