Home » მსოფლიო » Google-სა და Facebook-ს მედიის კონტენტის გამოყენებისთვის გადასახადს სთხოვენ

Google-სა და Facebook-ს მედიის კონტენტის გამოყენებისთვის გადასახადს სთხოვენ

საპასუხოდ, ავსტრალიაში “Google Search”-ის ფუნქცია გაუქმდება

Google-სა და ავსტრალიის მთავრობას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკანაკსნელმა სავალდებულო ქცევის კოდექსზე მუშაობას შეუდგა, რომელიც Facebook-ისა და Google-სგან მედია საშუალებების კონტენტის გამოყენების სანაცვლოდ, ფულად გადასახადს მოითხოვს.

ამ კოდექსის საპასუხოდ “გუგლის” მმართველი დირექტორი, მელ სილვა, აცხადებს რომ, თუ ზემოთხსენებული კანონად იქცევა, კომპანია ქვეყანაში Google Search-ის ხელმისაწვდომობას შეაჩერებს. 

საწყის ეტაპზე ქვეყნის ოფიციალური პირები შეთანხმების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომლის თანახმადაც ფულადი გადასახადი ნებაყოფლობითი იქნებოდა. თუმცა, რადგანაც ხელისუფლებამ იხილა, კორონავირუსის პანდემიამ როგორ გაზარდა მოთხოვნილება ახალი ამბების ინდუსტრიაზე, გეგმები შეიცვალა. სწორედ ამას ეხმიანებოდა 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული “გუგლის” ღია წერილი, სადაც კომპანია მომხმარებლებს აცნობებდა, რომ ავსტრალიაში უფასო საძიებო სისტემა და “იუთუბ” სერვისები “საფრთხეშია”.

სილვას თქმით, ამ კოდექსის მიღება, რაც ყველაზე ცუდი სცენარია, დაუცველ პრეცედენტს შექმნიდა “გუგლის” ბიზნესისა და ციფრული ეკონომიკისთვის. რაც შეეხება Facebook-ს, მისი წარმომადგენლების თქმით, ნებაყოფლობითი გადახდის შემთხევვაში, სოციალური ქსელი არ შეწყვეტს ავსტრალიაში მუშაობას, მაგრამ ვეღარ შეძლებს ახალი ამბების, როგორც პროდუქტის შეთავაზებას.

წყარო: MARKETER.GE

Share