Home » მსოფლიო » Google დაბალ შემოსავლიანი ოჯახების სახლების მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს
Google დაბალ შემოსავლიანი ოჯახების სახლების მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს

Google დაბალ შემოსავლიანი ოჯახების სახლების მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს

კომპანია Google საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა კომპანიის ბლოგზე დაწერა, გეგმა სან ფრანციკოს შემოგარენში შედარებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის სახლების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.

Google-ი მის კუთვნილებაში არსებულ 750 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ფართს სულ ცოტა 15 ათასი სახლის მშენებლობისთვის გაიღებს. ეს მიწები აქამდე კომერციული ფართებისა და ოფისების მშენებლობისთვის  იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის დღემდე კომპანიას ამ რეგიონში 3 ათასზე მეტი სახლი აქვს აშენებული.

Share