Home » ახალი ამბები » GoGlove – ხელთათმანი რომელიც ტელეფონს დისტანციურად მართავს
GoGlove - ხელთათმანი რომელიც ტელეფონს დისტანციურად მართავს

GoGlove – ხელთათმანი რომელიც ტელეფონს დისტანციურად მართავს

მაღალტექნოლოგიური ხელთათმანი GoGlove არის უსადენო, დისატანციური მართვის საშუალება თქვენი მობილური ტელეფონისთვის. ხელთათმანი დაზადებულია  ძალიან თხელი, უნიკლური, უმაღლესი ხარისხის მატერიალისგან, რომელიც შეგიძლიათ ატაროთ, როგორც ცალკე, ასევე სხვა, ჩვეულებრივი ხელთათმანის შიგნით.

ქვენი ტელეფონი ბლუთუზის საშუალებით უკავშირდება ხელთათმანს, რომელსაც სენსორები აქვს დამონტაჟებული და მარტივად იმართება თითების მოძრაობით. შედეგად, თქვენ ჯიბიდან ტელეფონის ამოუღებლად შეგიძლიათ ის დისტანციურად მართოთ. უფრო მეტიც, GoGlove-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კამერა და სხვა აპლიკაციები საყვარელი მუსიკის მოსმენის პარალელურად. მას ასევე შეუძლია მოგცეთ აუდიომინიშნება, როდესაც ფოტოს იღებთ, ისე, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ მობილურის ამოღება იმის შესამოწმებლად, სურათი კარგი გამოვიდა თუ არა.

პროდუქტის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ყოველდღიური გამოყენების პირობებში, GoGlove-ის ელემენტი 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

 

Share