Home » ახალი ამბები » GLA იწყებს ტრენინგებს ხილის და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომ მართვაში
GLA იწყებს ტრენინგებს ხილის და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომ მართვაში

GLA იწყებს ტრენინგებს ხილის და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომ მართვაში

2017 წლის ივნისიდან  საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია – GLA პროექტ USAID ZRDA-სთან თანამშრომლობით იწყებს სასერთიფიკატო კურსებს მოსავლის აღების შემგომი პროცესების მართვაში.

კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომი პროცესების მართვაში მონაწილე მხარეების კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: მოსავლის აღების პროცესის მართვა, დასაწყობებისა და შენახვის ტექნოლოგიები, შეფუთვისა და დახარისხების პროცესები, ტრანსპორტირება და მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირება. ტრენინგი ორიენტირებულია ფერმერებზე, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებზე, ცივი საწყობების ოპერატორებზე, ასევე სტუდენტებსა და იმ დაინტერესებულ პირებზე რომლებსაც სურთ აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება და კარიერული ზრდა.

ტრენინგები ჩატარდება USAID ZRDA-ს რეგიონალურ ცენტრებში: ზუგდიდი, ახალციხე, გორი, მარნეული. გარდა ამისა იგეგმება სასერთიფიკატო კურსის ჩატარება თბილისში, რომელიც მოიცავს ისეთ დამატებით მოდულებს როგორებიცაა  ხარისხის კონტროლი, ექსპორტის ოპერაციები, ტრანსპორტირება და დასაწყობება, მარკეტინგი.

ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი ტრენერები, რომლებსაც აქვთ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო გამოცდილება. ტრენინგისთვის შემუშავებულ იქნა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ მაგალითებს და რჩევებს, რომლებიც დაკავშირებულია მოსავლის აღების ეფექტიანობის ამაღლებასა და დანაკარგების შემცირებასთან.

Share