Home » საზოგადოება » „გირჩი” პარლამენტში შედის

„გირჩი” პარლამენტში შედის

“გირჩი” პარლამენტში შედის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:

“ოცნებასთან ამ საკითხებზე მოლაპარაკება არანაირად არ გვქონია, ჩვენ, უბრალოდ, “ოცნებას” შევატყობინეთ, ეს თემები წლების განმავლობაში ნასაუბრებია, აქედან 5-ზე ოპოზიციასთანაც გვაქვს შეთანხმებული წინასაარჩევნოდ.

ეს ის მნიშვნელოვანია თემებია, რომელზეც პირდაპირ პასუხს მათგან არ ველით. გავაცანით ფორმა თანამშრომლობის და ამ ფორმაზე თანახმანი არიან.

ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას. 3 წელზე მეტია დარჩენილი ამ პარლამენტის, თუ მას აქვს შანსი შედგეს ფუნქციონალური ორგანო, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შევიდეს და პარლამენტმა მიიღოს ის ფორმა, რა ფორმითაც ის ხალხმა აირჩია, მაგრამ თუ არ შედიან, ამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ნება, თუ ეს ნება გამოჩნდება, შევაფასებთ, რომ ეს მართლა პარლამენტია, თუ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ, ჩვენ იქ ყოფნას ექნება “ოცნების” გაპრავების შინაარსი, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

Share