Home » საზოგადოება » გიორგი ცუცქირიძე: ბრიუსელის სამიტის ჩაშლაც რუსული სცენარია

გიორგი ცუცქირიძე: ბრიუსელის სამიტის ჩაშლაც რუსული სცენარია

“ყარაბაღის ომის მერე, რუსეთი საქართველოსთვისაც რომ მოიცლიდა, მოსალოდნელიც იყო და არც თუ ძნელად საპროგნოზო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს

“ბალტიის სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოში სსრკ.ს დროსაც გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი გააჩნდა, ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან მოყოლებული აგენტურის სახით. ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ ახლა ქვეყანას 250 ადამიანის რადიკალიზმი არყევს ქუჩა- ქუჩა რომ დარბიან და წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ.

სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდშიც კი  ყველაზე მეტი ჩეკისტი და სულგაყიდული გრუშნიკი საქართველოში იყო, სხვადასხვა მონაცემებით 300 ათასიდან 450 ათასამდე დანოსებით, რომ დედას უფეთქებდა მეზობელს, სამსახურის უფროსს თუ ნახევარ საქართველოსაც. ეს იყო ყველაზე ანტიეროვნული და აგრესიული კლასტერი გნებავთ მეხუთე კოლონა, რომელმაც დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გენერალ ბეპაევის და  ადმირალ ბალტინის ჯარებით და ამ ქვეყნის ისტორიას დღესაც იგივეს უმზადებს, თუ საზოგადოება დროზე არ გამოფხიზლდა.

დღესაც რუსული ღია, ფარული თუ გადაღებილი აგენტურა უხვადაა საფანჩატურეთის ოპოზიციაშიც, და თავს ნუ მოვიტყუებთ სახელმწიფო სტრუქტურებშიც, კოჰაბიტირებული თუ ინკორპორტირებული ხალხის სახით.

ამიტომაც არის ხშირად იმის შეგრძნებაც, რომ ეს 250 გარეთ მყოფი აქტივი არყევს სიტუაციას, ხოლო ხელისუფლება აგვიანებს, ან  უუნაროა პასუხი გასცეს.

ეს არის ერთგვარი დუღილის ქაფი რაც ზედაპირზე ჩანს და ისიც ძირითადად ოპომედია ბადით მხარდაჭერილი, თორემ მათი ჩუმი მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით მეტია და ეს ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდა, ეს შთამომავლობითი ჩეკისტური კოლონა არსადაც არ წასულა.

ეს არის რუსეთის ბოლო გაბრძოლებაც სადაც ფსონი სიცოცხელე მეტია.

ამიტომაც არის მთელი რესურსი ფინანსური და ადამიანური აქეთ გადმოსროლილი. ოპოზიციის რადიკალიზაციის და უკომპრომისობის გასაღებიც აქ არის საძიებელი.

რუსული დიდი კუში თამაშდება კავკასიაში, დიდი ფსონია ჩამოსული, ჩვენ აქ გლავკანალის დღის წესრიგზე რომ ვორიენტირებთ და ვადამდელის და პარლამენტში შესვლა არშესვლის თემებში ვართ გაჭედილი, ბრიუსელის სამიტის ჩაშლაც რუსული სცენარია და  სწორედ ბრიუსელში გამოჩნდება ვინ ათამაშებს რუსულ რულეტკას საქართველოში?!”, – წერს ცუცქირძე.

Share