Home » საზოგადოება » გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, ცესკომ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ახალი წევრები ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ, 2/3-ის კვორუმით აირჩიოს

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, ცესკომ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ახალი წევრები ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ, 2/3-ის კვორუმით აირჩიოს

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკომ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ, უკვე 2/3-ის კვორუმით აირჩიოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი არჩევნების მიმართ ნდობას გააჩენს.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ცესკომ 4 საოლქო კომისიაში 5-წლიანი ვადით აირჩია წევრები. დღეს მთაწმინდისა და დმანისის საოლქო კომისიებში აპირებს თითო წევრის არჩევას. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამბიციური საარჩევნო რეფორმის გატარებამდე დარჩენილია დაახლოებით 3-4 კვირა. ამის შემდეგ, ცესკოში 8 ოპოზიციური პარტია დანიშნავს წევრებს.

ამიტომ, შარლ მიშელის შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცესკომ ხელახალი შესარჩევი კონკურსები გამოაცხადოს, რათა საოლქო კომისიებში ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ, უკვე 2/3-ის კვორუმით აირჩიოს და მიანიჭოს ამ პროცესს ის ლეგიტიმაცია, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის და შესაბამისად, არჩევნების მიმართ ნდობას გააჩენს”, – განაცხადა სიორიძემ.

Share