Home » ეკონომიკა » გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსი დღეს არის თავის პიკზე
ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მცდარი გადაწყვეტილება იყო

გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსი დღეს არის თავის პიკზე

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკი და მთავრობა თანხმდება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის განახლება აუცილებელია, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ორშაბათს, პრემიერ-მინისტრთა გამართული შეხვედრისას.
შეხვედრას გიორგი ქადაგიძესთან ერთად, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები და ეკონომიკური საბჭოს მდივანი ესწრებოდა.

ქვეყნის პირველი ბანკირი ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე თანხმდება.

„ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ კურსი დღეს არის თავის პიკზე, სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ზეწოლას არ ველოდებით. იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა გაძლიერდა მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ. თავის მხრივ მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. ასევე ვთანხმდებით სავალუტო ფონდის მიმოხილვის განახლების აუცილებლობაზე. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, სსფ-ს მიმოხილვის ხელმოწერის შემდეგ, ქვეყანა მიიღებს არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ 4 მლნ SDR-ს, რომელიც მცირეა, მაგრამ პროგრამის შეფერხება, ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის, რადგან სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე და საერთაშორისო ინვესტორების ნდობაზე ახდენს გავლენას.

საქართველოს, სსფ-ის 80 მლნ SDR უკვე მიღებული აქვს და არსებული შეთანხებით, დანარჩენი, 4-4 მლნ ტრანშებად უნდა მიიღოს.

წყარო: gbc.ge

Share