Home » ფინანსები » გიორგი ქადაგიძე: განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით
გიორგი ქადაგიძე: განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით

გიორგი ქადაგიძე: განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 6 პროცენტამდე გაზარდა. პოლიტიკის გამკაცრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებით ახსნა.

ქადაგიძემ ბრიფინგზე ლარის გაცვლით კურსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული.

„ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავლენას ახდენს კურსზე, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც დღეს საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიებისა და ბაზრის სხვამონაწილეების მიერ ხდება დოლარის მარაგების დაგროვება დღეს, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, შემოდგომაზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები ვინაიდან კომპანიებმა უკვე დაიწყეს უცხოური ვალუტის ნაშთების დაგროვება დღეს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

Share