Home » ფინანსები » გიორგი ქადაგიძე: 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია პიკს მიაღწევს
გიორგი ქადაგიძე: 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია პიკს მიაღწევს

გიორგი ქადაგიძე: 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია პიკს მიაღწევს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, 2016 წლის დასაწყისში სამომხმარებლო კალათის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. ქადაგიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ბანკი დაახლოებით 7%-იან ინფლაციას ელოდება. ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 5%-ს შეადგენს, უფრო მაღალი ინფლაციის პირობებში კი ბანკმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს.

” ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ საჭიროებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, რომ 2017 წლიდან ინფლაციის მაჩვენებლად უკვე 3% დავისახოთ. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი დღეს არის 5%, რაც არის ოპტიმალური ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე 5%-დან 6%-მდე არის ფასები გაზრდილი, ეს ნიშნავს, რომ ზოგ საქონელზე არის მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგზე კი ცვლილება საერთოდ არ არის. საშუალო ინდექსი კი 6%-ზე ცოტა მეტია”, – აცხადებს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უკვე მეორე თვეა აჭარბებს და ნოემბერში მან 6.3% შეადგინა.

Share