Home » საზოგადოება » გიორგი ფხაკაძე: ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად

გიორგი ფხაკაძე: ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოში ჩამოსასვლელად და სიმბოლურ 1 ლარად სამუშაოდ მზადყოფნას გამოთქვამს.
“არ მინდა ხელფასი, მერე ის, რომ არ თქვან, რომ ფხაკაძე ხელფასის გამო ჩამოვიდა. შავი პურის ფული მაქვს, არ მინდა ბიუჯეტის ფული, თუ ეს პოლიტიკური პარტები ხედავენ, რომ საქმე ვერ მიდის წინ, ხომ იცით რომ პრობლემა არის ჯანდაცვა, პრობლემა არის ვაქცინაცია. ყველანი შეიკრიბეთ, მთავრობა, ოპოზიცია, ყველაზე პატარა პარტიაც, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში დაჯექით და იფიქრეთ, აგერ არის ფხაკაძე, როგორ შეიძლება ფხაკაძე გამოიყენოთ.
გასაგებია, რომ ვერაფერზე ვერ თანხმდებით მაგრამ ახლა ჩვენი ყველაზე დიდი მტერია კოვიდი. საქართველოში პრობლემები ბევრი მიმართულებით არის, მაგრამ მე ვიცი ჯანდაცვა. დაჯდნენ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად, იმოტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და მერე არავინ არ თქცას რომ მე რომელიმეს მხარეს ვარ. ქვეყანა არის გადასარჩენი , მე არავის მხარეს არ ვარ მე ვარ საქართველოს მხარეს. შეთანხმდნენ, ყველანი ერთად, რა უნდათ, დამიკავშირდნენ და მითხრან ჩვენ გვინდა ეს, ეს და ეს.
მე ვარ პრაქტიკოსი. მე რაც არ შემიძლია იმას ღიად ვიტყვი. კიდევ ვამბობ თუ მართლა უნდათ ქვეყნის გადარჩენა, თუ მართლა უნდათ რომ ქვეყანა წავიდეს წინ , შეთანხმდნენ, ჩამოვალ მექნება ბერკეტი, ბერკეტი მექნება ყველა მხრიდან, ვინმემ რომ არ თქვას, რომ მე რომელიმეს მხარეს ვარ, ყველანაირი, სუსის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და ა.შ ყველასგან დამოუკიდებელი უნდა ვიყო, რომ გავაკეთო ის რაც სჭირდება ქვეყანას. შევთანხმდეთ ყველანი ერთად რა გვინდა და ერთად გავაკეთოთ. აგერ არის ბურთი, მოედანი და აგერ არის ფხაკაძე , მერე არ თქვათ, რომ ფხაკაძე შორიდან გვეუბნებაო.
ჩემთვის იოლი არ არის ამის თქმა , ჩემთვის ეს იქნება დამაზიანებელი ფინანსურად, იმიტომ, რომ მე სხვა სამუშაოს ვეღარ გავაკეთებ. ამიტომ ფინანსურად ეს დამაზარალებს.
მეორე ის, რომ როცა პროფესიონალურ რეფორმას აკეთებს ადამიანი მერე ნებისმიერ რეფორმატორს ჩაქოლავენ, ესეც ვიცი ეს არის ის, რომ შენ პირდაპირ მიდიხარ “გილიოტინაზე”, იცი, რომ ბოლოში არის ეს და მაინც მიდიხარ , მაგრამ ქვეყანა უკვე ისეთ მძიმე ვითარებაშია ჩავარდნილი, ეს არადამიანომა იქნება ჩემგან, რომ ვუყურო შორიდან, როცა შენ იცი , შეგიძლია დაეხმარო დ გვერდზე დგახარ და უყურებ- “უიმე ხო გაჭირვებულები, დედა რა ეშველებათ”, მე ვცდილობ გავაკეთო რაც შემიძლია ეს არის ჩემი ღია გზავნილი, მე ეს ჯერ არსად გამიჟღერებია, მე აქვე ვამბობ იმას, რომ ვერ ვიქნები კულვარული მოლაპარაკებების მონაწილე ვერასდროს. ამასაც ვამბობ ღიად. ჩათვალეთ მე გავიარე გასაუბრება საქართველოს მოსახლეობასთან .
ისაუბრე გამოცდილებებზე და ა. შ ახლა თქვენ იფიქრეთ, გადაწყვითეთ”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Share