Home » ბიზნესი » გიორგი კვირიკაშვილი: იმპორტირებულ ტექნიკაზე დღგ მოიხსნება
გიორგი კვირიკაშვილი: იმპორტირებულ ტექნიკაზე დღგ მოიხსნება

გიორგი კვირიკაშვილი: იმპორტირებულ ტექნიკაზე დღგ მოიხსნება

“ხელისუფლება მუშაობს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე. საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა და მოიწონა მოგების გადასახადების გაუქმების ინიციატივა (ესტონური მოდელი), რაც გაზრდის კომპანიების ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს რეინვესტირებას.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან სეხვედრაზე განაცხადა.

“რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ გავატარებთ გადასახადების ადმინისტრირების რეფორმას, რათა ეს სისტემა მომხმარებელზე იყოს ორიენტირებული. საგადასახადო ინსპექტირება განხორციელდება მკაცრად დადგენილ ვადებში და მას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო უწყება. ხოლო, ანგარიშების დაყადაღება განხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა ამისა, დღგ მოიხსნება იმპორტირებულ ტექნიკაზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური დარღვევების დეკრიმინალიზაციაზე. ჩვენი რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია დამწყები ბიზნესების მხარდაჭერა. საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მაგრამ ახალგაზრდების წარმოდგენაში პოსტსაბჭოთა აზროვნება მაინც არსებობს. ახალგაზრდები საჭიროებენ ბიზნესზე ორიენტირებულ ცოდნას. ამის მაგალითია ტექნოლოგიური პარკი, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესზე ყურადღების გამახვილებაში. ამ პარკს ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ახალგაზრდების დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმების პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს სახელისუფლებო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ე.წ ფრონტ-ოფისის შექმნაზე, რომელიც ერთი ფანჯრის სისტემით მიაწვდის საჯარო მომსახურებას იურიდიულ და კერძო პირებს.
„რეფორმების დღის წესრიგის კიდევ ერთი ბლოკი მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ასევე სხვა გზატკეცილების მშენებლობა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აკავშირებს ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან, უფრო დაჩქარებული ტემპით განხორციელდება. ასევე დაჩქარდება სხვა პროექტების განხორციელება.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

Share